რუსული რუბლის სწრაფი ვარდნა რუსეთში მოქმედი კომპანიების დიდ უმრავლესობას შეეხო. Forbes-ის თანახმად, Aktion Management-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით, რუსული კომპანიების 81,1% დააზარალა. აგრესორი ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედი კომპანიების 44%-ს კი სერიოზული ზიანი მიადგა.
გამოკითხვის მონაწილეთა თითქმის ნახევარი ფასების 5-10%-ით გაზრდას გეგმავს, მესამედი - 20-30%-ით, 17,4% - 5%-ის ფარგლებში გაზრდას, დაახლოებით 5% - 30%-ზე მეტით.
რუბლის გაუფასურებასთან დაკავშირებით, ოკუპანტი ქვეყნის ბიზნესის მთავარ პრობლემად გამოკითხულთა 67%-ზე მეტმა საქონლისა და ნედლეულის ფასის ზრდა დაასახელა; მსყიდველობითი უნარის შემცირებას ასახელებს რესპონდენტთა 47.6%, ხოლო დაახლოებით 40%-ი აცხადებს, რომ პრობლემა ბიზნესის რენტაბელობის შემცირებაა; ლოგისტიკის ღირებულების ზრდას უჩიოდა 34,7%.
შეგახსენებთ, რომ რუსულ რუბლს წლიური დაბალი მაჩვენებელი 2023 წლის 7 აპრილს ჰქონდა;
2023 წლის 7 თვეში რუბლმა დოლართან მიმართებაში პოზიცია 57%-ით დაკარგა;
2023 წლის 9 აგვისტოს მდგომარეობით, რუსული რუბლი მსოფლიოს 3 ყველაზე სუსტ ვალუტას შორის იყო;
2023 წლის 12 აგვისტოს რუბლი დოლართან 100 ერთეულამდე დაეცა. უფრო დიდი ვარდნა მხოლოდ 2022 წლის მარტში დაფიქსირდა, როდესაც რუსული რუბლი დოლარზე 107 რუბლამდე დაეცა.