საქართველომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უნდა დატოვოს, - აღნიშნული მოთხოვნით პარლამენტში პეტიცია შევიდა.პეტიციას 300-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს.

როგორც პეტიციაშია აღნიშნული, ეს ორგანიზაცია მხილებულია კორუფციაში, ფარმაინდუსტრიასთან საეჭვო გარიგებებში, ინფორმაციების დამალვასა და სიცრუის ტირაჟირებაში.

„2020-2022 წლებში „კოვიდპანდემიის“ დროს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ არასწორი მკურნალობის მეთოდებით, „გაიდლაინებითა“ და რეკომენდაციებით მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

2025 წლის 21 იანვარს აშშ–ს ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას აშშ–ს მიერ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დატოვების შესახებ, კოვიდპანდემიის არასწორი მართვისა და პოლიტიკური გავლენებისგან დამოუკიდებლობის უუნარობის მოტივით. 2025 წლის 1-ელ თებერვალს ჯანმოს დატოვების შესახებ განაცხადი გაააკეთა არგენტინამ და იგივეს აპირებს უწგრეთი, იტალია და სხვა ქვეყნები.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ საქართველომ ასევე უნდა დატოვოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რიგები.

გთხოვთ, პეტიციას მისცეთ შესაბამისი მსვლელობა,“ - ვკითხულობთ პეტიციაში.

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, პეტიცია განსახილველად გადაეცა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს, რომელმაც 1 კვირის ვადაში უნდა შეამოწმოს ხელმოწერების ნამდვილობა და შედეგები პარლამენტის ბიუროს უნდა წარუდგინოს.

www.bpn.ge