კახეთში, უბედურ შემთხვევას 70 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა.
შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში მოხდა.
ადგილობრივების თქმით, მამაკაცი ვენახის ნარჩენებს წვავდა, რა დროსაც, კვამლისგან გონება დაკარგა, ტერიტორიიდან გამოსვლა ვეღარ შეძლო და დაიწვა.
ადგილზე გამოძახებული იყო სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო სამსახური, თუმცა მათ მამაკაცის გადარჩენა ვერ შეძლეს.
წყარო: ipn.ge