ავსტრალიის მთავრობამ დაამტკიცა Qatar Airways-ის მიერ Virgin Australia-ში 25%-იანი წილის შესყიდვა. კატარული ავიაკომპანია ავსტრალიური ავიაკომპანიის წილს ამერიკული საინვესტიციო კომპანია Bain Capital-ისგან იყიდის.
ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს ავსტრალიის საავიაციო ბაზარზე კონკურენციის ზრდას, სადაც დიდი ხანია დომინირებს ეროვნული გადამზიდავი Qantas.
ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა ჯიმ ჩალმერსმა აღნიშნა, რომ შეთანხმება გააძლიერებს კონკურენციას საავიაციო სექტორში და ისაუბრა მთავრობის ფართო მოლაპარაკებებს ინდუსტრიასთან, პროფკავშირებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან. ჩალმერსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება შეესაბამებოდა უცხოური ინვესტიციების საბჭოს რეკომენდაციას და ეროვნულ ინტერესებს.
„ჩემი გადაწყვეტილება შეესაბამება უცხოური ინვესტიციების განხილვის საბჭოს რეკომენდაციას, რომ ეს წინადადება ქვეყნის
ეროვნულ ინტერესებშია. მე დავამტკიცე ეს წინადადება, რომელიც ექვემდებარება იურიდიულად სავალდებულო პირობებს, რაც უზრუნველყოფს ავსტრალიის წარმომადგენლობას Virgin-ის საბჭოში და მისი მომხმარებლების მონაცემების დაცვას“, – თქვა ჩალმერსმა.
ავსტრალიის ანტიმონოპოლიურმა მარეგულირებელმა მხარი დაუჭირა Virgin Australia-სა და Qatar Airways-ს შორის დაგეგმილ ალიანსს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს 28 ახალი ყოველკვირეული ფრენა დოჰასა და ავსტრალიის დიდ ქალაქებს შორის.
Virgin-მა განაცხადა, რომ მისი გრძელმაგისტრალური ფრენები დოჰაში, რომელიც დაწყებაც დაგეგმილია ივნისში, განხორციელდება Qatar Airways-ისგან იჯარით აღებული თვითმფრინავებით.
Qantas და მისი ბიუჯეტური შვილობილი Jetstar ერთად შეადგენს ავსტრალიის შიდა ბაზრის დაახლოებით 65%-ს, ხოლო Virgin-ის წილი 35%-ია. Qatar Airways-Virgin Australia გარიგება კი ბაზარზე არსებულ ვითარებას შეცვლის.