Numbeo-მ გამოაქვეყნა ქალაქების რეიტინგი, სადაც ცხოვრების ყველაზე მაღალი ღირებულებაა. მისი შედგენისას გათვალისწინებული იყო სამომხმარებლო საქონლისა და ტრანსპორტირების საშუალო ღირებულება, რესტორნების ფასები, კომუნალური გადასახადები და ქირა.

ამგვარად, ნიუ-იორკი და სან-ფრანცისკო სათავეში მოხვდნენ იმ ქალაქების მსოფლიო სიაში, სადაც ცხოვრების ყველაზე მაღალი ღირებულება, ქირავნობის ჩათვლით.

ნიუ-იორკში, ერთი ადამიანის ცხოვრების სავარაუდო ყოველთვიური ხარჯები, მათ შორის, ერთოთახიანი ბინის ქირავნობის ღირებულება ქალაქის ცენტრში, შეიძლება იყოს $5,600-ზე მეტი.

აზიაში სინგაპური პირველ ადგილზეა იმ ქალაქების სიაში, სადაც ცხოვრების ყველაზე მაღალი ღირებულებაა. იქ თვეში დაახლოებით 4000 დოლარის დახარჯვა მოგიწევთ საცხოვრებლად და ქირავნობაზე, რაც შედარებულია ლონდონში ერთი ადამიანის ცხოვრების ღირებულებასთან.

გლობალურად ნიუ-იორკსა და სან-ფრანცისკოს მოსდევს შვეიცარიის ორი ქალაქი ციურიხი და ჟენევა, რომლებიც რეიტინგში მესამე და მეოთხე ადგილებს იკავებენ.

მსოფლიოს ტოპ 10 ქალაქი ცხოვრების ყველაზე მაღალი ღირებულებით:

ნიუ-იორკი - $5613,75;
სან ფრანცისკო - $4779,18;
ლონდონი – $4083,9;
სინგაპური – $4052,88;
ჩიკაგო - $3612,64;
სიდნეი - $3275,81
ლისაბონი - $2263,63;
ტოკიო – $2074,88;
სეული - $1896,17;
შანხაი - $1541,25.

34travel.me