პუტინი ამჟამად 2022 წელთან შედარებით უფრო დიდ საიდუმლო მობილიზაციას ახორციელებს, – ამის შესახებ სტატიას „ტელეგრაფი“ აქვეყნებს.

გამოცემის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკოსები და გენერლები გერმანიაში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე იკრიბებიან, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ადამიანური რესურსების მწვავე კრიზისს აწყდება.

გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსეთის არმია ვერ პოულობს საკმარისი რაოდენობის მოხალისეებს – მათ ციხეებიდან და მესამე სამყაროს ქვეყნებიდანაც კი იყვანს უკრაინაში ბრძოლის ველზე დანაკარგების შესავსებად.

„ტელეგრაფის“ ცნობით, რუსეთის დანაკარგები ფრონტზე თვეში დაახლოებით 35 000 ჯარისკაცს შეადგენს.

სტატიის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ რუსული ჯარები ნელა აგრძელებენ წინსვლას, მათი ტემპი უკიდურესად ნელია: ზოგიერთ სექტორში ის მხოლოდ 15-75 მეტრს შეადგენს ერთ დღეში.

„რუსეთი ტექნიკის დანაკარგებიდან გაცილებით დიდ, პერსონალის დანაკარგებზე გადავიდა. ფრონტის მხარდამჭერი შეტევითი ფორმირებები და დაკომპლექტების არხები მათი გამოყენების შესაძლებლობის გათვალისწინებით შეიქმნა. სისტემა შექმნილია იმისთვის, რომ გაუძლოს გამომფიტველ ომს, მნიშვნელოვანი ადამიანური დანაკარგების შემთხვევაშიც კი“, – განაცხადა გამოცემასთან კარნეგის ფონდის წარმომადგენელმა, მაიკლ კოფმანმა.

1tv.ge