პრაღის მერია რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე მძღოლებისთვის გადაადგილების საფასურს შემოიღებს. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს.

ამ გზით ქალაქის ხელისფლება ავტომობილების რაოდენობის შემცირებას აპირებს, რომლებიც მავნე გამონაბოლქვს გამოიმუშავებენ და ფეხით მოსიარულეთა კომფორტულ გადაადგილებას ხელს უშლიან.

გეგმის მიხედვით, ფასიანი გახდება კარმელიცას ქუჩა, სმეტანას სანაპირო და კრჟიჟოვნიცკის ქუჩა. ამ ადგილებში მოძრავ მანქანებს კამერები გააკონტროლებენ, ხოლო გავლის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, მძოლები დაჯარიმდებიან. გადასახადისგან მხოლოდ ამ ქუჩების მცხოვრებლები თავისუფლდებიან.

ამასთან, პრაღის ცენტრიდან ყველა ზედაპირული პარკინგი გაქრება და მას მიწისქვეშა ალტერნატივები ჩაანაცვლებს.

ტრანსპორტი ევროკავშირში სითბური გაზის ემისიების მეოთხედს შეადგენს, რაშიც ავტომობილების წილი 70%-ია. პრაღის ცენტრალურ ქუჩაზე მძღოლებისთვის გადაადგილების შეზღუდვა ხელს შეუწყობს მიზნის მიღწევას, 2050 წლისთვის ევროპაში სითბური გაზის გამონაბოლქვის დონე ისე შემცირდეს, რომ ისინი ბუნებამ მთლიანად შთანთქას.

2035 წლისთვის ევროკავშირში ყველა ახალი ავტომობლი სათბური გაზის ნულოვანი გამონაბოლქვის დონეს უნდა აკმაყოფილებდეს. ეს ნიშნავს, რომ ემისიების მთლიანი რაოდენობა არ იქნება იმაზე მეტი, რისი მთლიანი შთანთქმაც ბუნებრივად, მაგალითად, ხეების მიერ მოხდება.

ამასთან, 2035 წლისთვის ევროკავშირში ბენზინის, დიზელისა და ჰიბრიდული ავტომობილები აღარ გაიყიდება.

bpn.ge