OpenAI, პოპულარული ჩატ–ბოტის ChatGPT-ის დეველოპერი, მუშაობს საკუთარი სოციალური ქსელის შემუშავებაზე, რომელიც კონკურენციას გაუწევს ილონ მასკის პლატფორმა X-ს. ამის შესახებ The Verge იტყობინება, სიტუაციის მცოდნე რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით.

აღინიშნება, რომ სანამ თავად პროექტი ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა, უკვე არსებობს შიდა პროტოტიპი, რომელიც ორიენტირებულია ChatGPT სურათების შექმნაზე.

გამოცემის წყაროები აღნიშნავენ, რომ სტარტაპის აღმასრულებელმა დირექტორმა სემ ალტმანმა პირადად სთხოვა გარეშე პირებს გამოხმაურება პროექტთან დაკავშირებით.

ამჟამად გაურკვეველია გეგმავს თუ არა OpenAI სოციალური ქსელის დამოუკიდებელ პროგრამად გამოშვებას თუ მის ინტეგრირებას ChatGPT-ში, რომელიც გასულ თვეში გახდა მსოფლიოში ყველაზე ჩამოტვირთვადი აპლიკაცია.

ვრცლად korrespondent.net – ზე