ილონ მასკის ბიოტექნოლოგიური სტარტაპის, Neuralink-ის მიერ პირველი კლინიკური ტესტირების ფარგლებში ადამიანზე გამოცდილ ტვინის იმპლანტს პრობლემა შეექმნა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს

Neuralink-მა ტვინის იმპლანტი პირველ პაციენტს, 29 წლის ნოლანდ არბოს, იანვარში გადაუნერგა. ის უბედური შემთხვევის შედეგად, მხრის ქვემოთ პარალიზებული დარჩა. Neuralink-ის ტვინის იმპლანტის გადანერგვის შემდეგ კი, კომპანიის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ პარალიზებულმა პაციენტმა ჭადრაკის ონლაინ თამაში გონების საშუალებით შეძლო.

როგორც კომპანია აღნიშნავს, კვირების შემდეგ არბოს ტვინში ჩანერგილი იმპლანტის რამდენიმე „ძაფს“ (Neuralink-ის ჩიპი თმაზე უფრო თხელი 64 „ძაფისგან“ და 1024 ელექტროდისგან შედგება. ) პრობლემა შეექმნა, რამაც ელექტროდების ნაწილის უფუნქციოდ დატოვება გამოიწვია.

ცნობისთვის, Neuralink-ის მოწყობილობის მთავარი დანიშნულება ზურგის ტვინის დაზიანებით გამოწვეული დამბლისა და ნევროლოგიური დარღვევების მქონე ადამიანების მკურნალობაა.