ახალი სოციოლოგიური კვლევის თანახმად, ამ დროისთვის უკრაინელების 89%-ს სურს უკრაინა ნატოს წვერი გახდეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა ავრცელებს. 

ამავე მონაცემებით, ალიანსში ინტეგრაციას მხარს უჭერს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ყველა რეგიონში: აღმოსავლეთში - 79% და დასავლეთში 93%-მდე.

„რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ომი, მით უფრო მეტად მოითხოვენ უკრაინელები ნატოში სრულფასოვან წევრობას და სხვა სახელმწიფოების „უსაფრთხოების გარანტიები“ მით უფრო ნაკლებად დამაჯერებლად გამოიყურება“, - აღნიშნა კვლევითი ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ანტონ გრუშეცკიმ.

ზემოაღნიშნული კვლევის შედეგები ორი გამოკითხვის საერთო მაჩვენებელია. პირველი მათგანი 26 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით სატელეფონო ინტერვიუს სახით ჩატარდა, რომელშიც უკრაინის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მცხოვრები 1029 ზრდასრული მონაწილეობდა, მეორე კი 10-21 მაისს განხორციელდა და 2509 სრულწლოვან უკრაინელი გამოიკითხა.