იტალიის ჩემპიონი „ნაპოლი“ დიეგო მარადონას სახელობის სტადიონს გამოუსადეგრად მიიჩნევს ევრო 2032-ის მატჩების ჩასატარებლად.

ნეაპოლურმა კლუბმა გამოაცხადა ახალი არენის მშენებლობაში ინვესტირების შესახებ.

„შეხვედრას, რომელიც გაიმართა უეფა-ს, იტალიის ფეხბურთის ფედერაციას, მუნიციპალიტეტსა და „ნაპოლის“ შორის, საშუალედო ხასიათი ჰქონდა, რადგან არანაირი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. „ნაპოლიმ“ გამოთქვა საკუთარი პოზიცია იმის შესახებ, რომ მარადონას სახელობის სტადიონი გამოუსადეგარია ევრო 2032-ის ჩატარებისთვის.

ორწლიანი ექსპერტიზის შემდეგ, რომელიც კლუბის მიერ მიწვეულმა ექსპერტებმა ჩაატარეს, დადგინდა, რომ არ არსებობს პირობები მარადონას სახელობის სტადიონში ინვესტირებისთვის. მუნიციპალიტეტის მიერ შეთავაზებული ზომებიც კი არ მოგვცემს არენის იმ სტანდარტებამდე მიყვანის შესაძლებლობას, რომელიც შეესაბამება თანამედროვე სტადიონს.

„ნაპოლი“ აპირებს, საკუთარი სახსრები ჩადოს ახალი სტადიონის მშენებლობაში, რომელსაც შეეძლება ევრო 2032-ის მატჩების მიღება. კლუბმა უკვე განსაზღვრა ქალაქის მიტოვებული რაიონი, სადაც ახალი სტადიონის მშენებლობა მნიშვნელოვანი წვლილი იქნება ქალაქის განახლების გეგმაში – მოსახლეობის მხრიდან ყოველგვარი ხარჯის გარეშე“, – წერია „ნაპოლის“ განცხადებაში.

1tv.ge