მსოფლიოში უდიდესმა ოქროს მომპოვებელმა Newmont–მა 2024 წელს ოქროს წარმოება 24%-ით გაზარდა 6,85 მილიონ უნციამდე, განაცხადა კომპანიამ.
სხვა ლითონების (სპილენძი, ვერცხლი, ტყვია და თუთია) წარმოება ოქროს ეკვივალენტში გაიზარდა 2,2-ჯერ, 1,94 მლნ უნციამდე.
Newmont–ი 2025 წელს გეგმავს 5,9 მილიონი უნცია ოქროს წარმოებას, მათ შორის 0,3 მილიონი უნცია არაძირითადი აქტივებიდან, რომელთა გაყიდვას კომპანია გეგმავს პირველ კვარტალში.