იანვარში, მსოფლიო ოქროს საბჭოს (WGC) წინასწარი შეფასებით, გლობალურმა ცენტრალურმა ბანკებმა, თავიანთ ოქროს სავალუტო რეზერვებში ოქროს მოცულობა 18,5 ტონით გაზარდეს.
„ცენტრალური ბანკები ძლიერ დაინტერესდნენ ოქროთი იანვარში“, - თქვა WGC-ის ანალიტიკოსმა, მარისა სალიმმა, „მყარი შესყიდვები ხაზს უსვამს ოქროს სტრატეგიულ როლს გლობალურ სავალუტო რეზერვებში, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ცენტრალურ ბანკებს უწევთ გაზრდილ გეოპოლიტიკურ რისკებთან გამკლავება“.
განვითარებადი ბაზრების ცენტრალური ბანკები რჩებიან ყველაზე აქტიურ მყიდველებად. იანვრის ტოპ–სამეულშია უზბეკეთი (შეისყიდა 8,1 ტონა), ჩინეთი (5 ტონა) და ყაზახეთი (3,8 ტონა). მარაგების ზრდას ასევე აგრძელებენ პოლონეთი (3,1 ტონა), ინდოეთი (2,8 ტონა), ჩეხეთი (1,7 ტონა), კატარი (1,3 ტონა) და სხვები.