Skytrax-მა, რომელიც ავიაკომპანიებისა და აეროპორტების მიმოხილვებსა და რეიტინგებს აქვეყნებს, 2023 წლის მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტების ჩამონათვალი გამოაქვეყნა.
2023 წლის რეიტინგში სინგაპურის ჩანგის აეროპორტმა, ორი წლის განმავლობაში დაკარგული ლიდერობა კვლავ დაიბრუნა. კატარის დედაქალაქ დოჰაში მდებარე ჰამადის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც კეთილმოწყობილი სივრცეებით გამოირჩევა, რეიტინგში მეორე ადგილზე მოხვდა. Skytrax-ის სიაში მესამე ადგილი უკავია ტოკიოს საერთაშორისო აეროპორტს, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას სისუფთავის მაღალი დონის გამო იპყრობს.