მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ ელ-ნინიოს დასაწყისი ოფიციალურად დაადასტურა.
წინასწარი მონაცემებით, გასული კვირა მსოფლიოში რეკორდულად ცხელი იყო. ისტორიაში ყველაზე ცხელი იყო გასული ივნისის თვეც ზღვის ზედაპირის უპრეცედენტო ტემპერატურით და რეკორდულად დაბალი ანტარქტიდის ზღვის ყინულით.
ხმელეთზე და ოკეანეში რეკორდული ტემპერატურა პოტენციურად დამანგრეველ გავლენას ახდენს ეკოსისტემებსა და გარემოზე. ისინი ხაზს უსვამენ შორსმიმავალ ცვლილებებს, რომლებიც ხდება დედამიწის სისტემაში ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილების შედეგად.
ელ-ნინიოს ბუნებრივმა მოვლენამ, რომელიც ახლა განვითარების ადრეულ ეტაპებზეა, მოსალოდნელია, რომ კიდევ უფრო გაზარდოს სითბო როგორც ხმელეთზე, ისე ოკეანეებში და გამოიწვიოს უფრო ექსტრემალური ტემპერატურა და ზღვის თბილი ტალღები.
იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ანალიზის მონაცემებით, 7 ივლისს საშუალო გლობალური ტემპერატურა იყო 17,24 გრადუსი ცელსიუსი. ეს 0,3°C-ით აღემატება წინა რეკორდს 16,94°C -ს, რაც ძლიერი ელ-ნინოს წელს 2016 წლის 16 აგვისტოს დაფიქსირდა.
ელ ნინიოსთან, რომელიც ახლახან ჩამოყალიბდა ტროპიკულ წყნარ ოკეანეში, სავარაუდოდ გავლენას მოახდენს ტემპერატურაზე წლის განმავლობაში და 2024 წლამდე. ელ-ნინიო ბუნებრივი მოვლენაა, რომლის დროსაც წყნარი ოკეანის ეკვატორულ და სამხრეთ ნაწილებში წყლის ტემპერატურა იზრდება. ბოლოს ეს ფენომენი 2016 წელს დაფიქსირდა.