ინდუსტრიაში პირველად, MSC Cruises-მა ხელოვნური ინტელექტით (AI) მართული ჰუმანოიდი რობოტები გამოიყენა. ისინი Unitree Robotics-მა შეიმუშავა და ზოგიერთ ლაინერზე იქნებიან განთავსებული, – იტყობინება The Mirror.
ჰუმანოიდი რობოტები და რობოტული ძაღლები სატესტო რეჟიმში გამოიყენეს საკრუიზო გემზე MSC Bellissima.
რობოტები ასევე დახვდებიან მგზავრებს კრუიზზე, რომელიც 2026 წელს შვეიცარია-იტალიის ხაზით გავა: ისინი მონაწილეობას მიიღებენ აღლუმში.