პორნოგრაფიული პლატფორმა OnlyFans-ის მფლობელი, ლეო რადვინსკი 43 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

Reuters-ის მიერ ორშაბათს მიღებული კომპანიის განცხადების თანახმად, რადვინსკი კიბოთი გარდაიცვალა.
„ღრმა მწუხარებით ვაცხადებთ ლეო რადვინსკის გარდაცვალებას. ლეო მშვიდად გარდაიცვალა კიბოსთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ,“ - განაცხადა OnlyFans-ის წარმომადგენელმა.

რადვინსკი უკრაინაში დაიბადა და ჩიკაგოში გაიზარდა, სადაც Northwestern University დაამთავრა ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხით.

Forbes-ის მიხედვით, 2024 წელს OnlyFans-ით რადვინსკი ყოველდღიურად 1.9 მილიონ დოლარს გამოიმუშავებდა.

რადვინსკი ასევე ხელმძღვანელობდა ვენჩურული კაპიტალის ფონდს, რომელიც 2009 წელს დააფუძნა და რომელიც ტექნოლოგიურ კომპანიებში ინვესტირებაზე იყო ორიენტირებული.

Forbes-ის შეფასებით, მისი ქონება გარდაცვალების დროს 4.7 მილიარდ დოლარს შეადგენდა.