ჯიპიაი ჰოლდინგიუერთდება სადაზღვევო თაღლითობის წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეს და იწყებს საინფორმაციო კამპანიას, რომლის მიზანია საზოგადოებისთვის დეტალურად განმარტოს, რას წარმოადგენს სადაზღვევო თაღლითობა, რატომ არის ის ფინანსური დანაშაული და როგორ აზიანებს როგორც სადაზღვევო კომპანიებს, ისე კეთილსინდისიერ დაზღვეულებსა და მთლიანად სადაზღვევო სისტემას.

სადაზღვევო თაღლითობა წარმოადგენს ფინანსური დანაშაულის ერთ-ერთ ფორმას, რომელიც სისხლის სამართლის წესით ისჯება. მსგავსი ქმედებები აძვირებს სადაზღვევო სერვისებს, ზრდის თითოეული შემთხვევის განხილვის დროს და საბოლოოდ ამცირებს დაზღვევის ხელმისაწვდომობას ფართო საზოგადოებისთვის. თაღლითობის შედეგებს პირდაპირ გრძნობს თითოეული კეთილსინდისიერი დაზღვეული, რადგან სისტემაზე შექმნილი დამატებითი ფინანსური წნეხი გავლენას ახდენს მთელ ბაზარზე.

დიმიტრი ძირტკბილაშვილი, „ჯიპიაი ჰოლდინგისსაოპერაციო დირექტორი:

სამწუხაროდ სადაზღვევო თაღლითობა ერთერთი გავრცელებული ფინანსურიდანაშაულია და სადაზღვევო კომპანიები მას სისტემურად და მიზანმიმართულადებრძვიან. „ჯიპიაი ჰოლდინგი“, როგორცვენის სადაზღვევო ჯგუფის“ -ის წევრიკომპანია, აქტიურად იყენებს ევროპულ გამოცდილებას, თანამედროვე ტექნოლოგიურსისტემებსა და ანალიტიკურ ინსტრუმენტებს, რათა ეფექტიანად გამოავლინოს დააღკვეთოს თაღლითობის ფაქტები. კომპანიაში გვყავს მაღალკვალიფიციურისპეციალისტების გუნდი, რომელიც სპეციალურად თაღლითობის პრევენციასა დაგამოვლენაზე მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში მსგავსი შემთხვევებისრაოდენობა გაზრდილია, თითოეული მათგანის იდენტიფიცირება და შესაბამისირეაგირება მოვახერხეთ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სადაზღვევო თაღლითობასისხლის სამართლის დანაშაულია და შესაძლოა გამოიწვიოს პატიმრობა. გვჯერა, რომსაინფორმაციო კამპანია ხელს შეუწყობს საზოგადოების ცნობიერების ზრდას დაპრევენციას.“

ჯიპიაი ჰოლდინგისთვისსადაზღვევო თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი ნაწილია. კომპანია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს:

  • დაზღვევის ხელმისაწვდომობის შენარჩუნებასა და გაძლიერებას
  • კომპანიის ფინანსური მდგრადობის განმტკიცებას
  • სამართლიანი და გამჭვირვალე სადაზღვევო გარემოს უზრუნველყოფას
  • მარტივ და ზუსტ ანაზღაურების პროცესების დანერგვას

კომპანიის მონაცემებით, სადაზღვევო თაღლითობის შემთხვევები ყველაზე ხშირად ჯანმრთელობისა და ავტოდაზღვევის მიმართულებით ფიქსირდება.ჯანმრთელობის დაზღვევის ფარგლებში, ყველაზე გავრცელებული პრაქტიკა უკავშირდება სამედიცინო დოკუმენტაციის გაყალბებას.

ავტოდაზღვევის მიმართულებით კი ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევის ინსცენირება  შემთხვევები, როდესაც დაზღვეული პირი განზრახ აზიანებს ავტომობილს, რათა მიიღოს სადაზღვევო ანაზღაურება.

ჯიპიაიში დანერგილია მკაფიოდ გაწერილი შიდა პოლიტიკა და პროცედურები სადაზღვევო თაღლითობის პრევენციისა და მართვის მიზნით, თითოეული სადაზღვევო პროდუქტის სპეციფიკის გათვალისწინებით. კონტროლის მექანიზმები მოქმედებს როგორც გაყიდვების, ისე ზარალის რეგულირების პროცესის ყველა ეტაპზე. „ჯიპიაი ჰოლდინგიიყენებს თანამედროვე მონიტორინგისა და ანალიზის სისტემებს, რაც უზრუნველყოფს შესაძლო რისკების დროულ გამოვლენასა და ეფექტიან მართვას.

კომპანია აგრძელებს აქტიურ და თანმიმდევრულ მუშაობას სადაზღვევო თაღლითობის წინააღმდეგ, რაც წარმოადგენს პასუხისმგებლიანი ბიზნესის, მომხმარებელზე ზრუნვისა და მდგრადი განვითარების სტრატეგიის განუყოფელ ნაწილს.