ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო ნავთობის ფასები გაიზარდა და აზიის საფონდო ბირჟები მნიშვნელოვნად დაეცა. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
ბრენტის მარკის ნავთობის ფასი 1%-ზე მეტით გაიზარდა და ბარელზე 113.40 დოლარს გადააჭარბა.
იაპონიის Nikkei-ს საფონდო ინდექსი 3.5%-ით დაეცა, ხოლო სამხრეთ კორეის Kospi-ს ინდექსი – 6.5%-ით.
21 მარტს,აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ჰორმუზის სრუტის მნიშვნელოვანი საზღვაო მარშრუტი არ გაიხსნება, ირანის ელექტროსადგურებს „გაანადგურებს“, ხოლო ირანმა განაცხადა, რომ ნებისმიერ ასეთ დარტყმას რეგიონში ძირითადი ინფრასტრუქტურის დაბომბვით უპასუხებს.