საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody's Ratings-მა პერიოდული გადახედვის შედეგებით, საფრანგეთის საკრედიტო რეიტინგი „Aa3“-ზე შეინარჩუნა „უარყოფითი“ პროგნოზით. სააგენტომ აღნიშნა საფრანგეთის ეკონომიკის დივერსიფიკაცია და საჯარო ინსტიტუტების სიძლიერე, თუმცა გამოთქვა შეშფოთება, რომ პოლიტიკური არასტაბილურობა ბიუჯეტის გაძლიერებას გაართულებდა.
„2027 წლის აპრილ-მაისში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, საფრანგეთის საჯარო ფინანსების გაძლიერება და ვალის ტვირთის სტაბილიზაცია, რომელიც 2027 წელს მშპ-ს 120%-ს გადააჭარბებს, კვლავ მოითხოვს ძლიერ, თანმიმდევრულ ფისკალური პოლიტიკის ზომებს“, - ნათქვამია Moody's-ის განცხადებაში.
„Aa3“ რეიტინგი მომავალ წელს ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებას გულისხმობს.