მონბლანი გაიზარდა. დასავლეთ ევროპის უმაღლესი მწვერვალი ამჟამად 4807.47 მეტრს აღწევს - თითქმის ორი მეტრით მეტი ვიდრე 2023 წელს იყო.
ზემო სავოიელი ექსპერტი ამზომველების თქმით, რომლებიც 2001 წლიდან რეგულარულად ზომავენ მწვერვალს, ეს სიმაღლე „უახლოვდება XIX საუკუნის ბოლოს დაფიქსირებულ ისტორიულ მნიშვნელობას“.
თუმცა, ექსპერტები სიფრთხილისკენ მოუწოდებენ: ეს „ერთჯერადი“ გაზომვა არ იძლევა დასკვნების გაკეთების საშუალებას გლობალური დათბობის გავლენის შესახებ. მონბლანის სიმაღლე ამინდის პირობებზეა დამოკიდებული — ძირითადად ნალექებსა და ქარებზე.