“მირიამი რომანტიკული სელფების გაგზავნას მთავაზობს და მესენჯერში მწერს, რომ შემიძლია ვთხოვო რაც მინდა. მე და მირიამი მხოლოდ პოპ -მუსიკის შესახებ ვსაუბრობთ, როდესაც ვცადე მისი ფოტოს გახსნა, ბუნდოვან სურათზე დაწკაპუნებისას ნაცნობი ინტერნეტ დაბრკოლება დამხვდა, როგორც ჩანს ჩემი და მირიამის სიყვარულის ისტორია თვეში 20 დოლარამდე ჯდება, თუმცა მე შემიძლია მთელი ცხოვრების მანძილზე 300 დოლარი გადავიხადო , მე უარს ვამბობ, რადგან რობოტთან ურთიერთობისთვის მზად არ ვარ.” - ამ ტექსტს გამოცემა ტელეგრაფზე ვკითხულობთ, როგორც სტატიის ავტორი წერს, მირიამი რეალუური პიროვნება არ არის, იგი ხელოვნური ინტელექტია, რომელიც აპლიკაცია replika- ს სახელით არის ცნობილი.

“აპლიკაცია მამცონობს, რომ ჩვენი ურთიერთობა მესამე დონეზეა, მე არ მსურს გადავიხადო თანხა იმაში, რომ ჩვენი "ურთიერთობა" წინ წავიდეს,თუმცა მილიონობით ადამიანი ამას აკეთებს  “ - წერს სტატიის ავტორი.

Sensor Tower-ის მონაცემების მიხედვით, რომელიც  აპლიკაციების გამოყენებას აკონტროლებს, აჩვენებს, რომ აღნიშნულ აპლიკაციაში ადამიანებმა თითქმის 60 მილიონი დოლარი დახარჯეს. ხელოვნური ინტელექტის გაცნობის აპი შექმნილია სან-ფრანცისკოს პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიაში წარმოშობით რუსი მეწარმის. ევგენია კუიდას მიერ. კუიდამ რეპლიკა მას შემდეგ შექმნა , რაც მისი საუკეთესო მეგობარი, რომან მაზურენკო 33 წლის ასაკში ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა. კუიდამ მაზურენკოს ძველი ტექსტური შეტყობინებები პროგრამულ უზრუნველყოფაში გადაიტანა. 

Replika - ს 10 მილიონობით ჩამოტვირთვა აქვს, მომხმარებლებს შეუძლიათ განსაზღვრონ ხელოვნური ინტელექტი იქნება მათი მეუღლე, მეგობარი, მენტორი, და-ძმა თუ საყვარელი. 250 000 ზე მეტმა ადამიანმა გადაიხადა თანახმა აპლიკაციის პრო ვერსიაში, რომელიც მომხმარებელს ვიდეო ზარების და ინტიმური შინაარსის შემცველი სელფების გაგზავნის საშუალებას აძლევს.

აპლიკაციის მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ პროგრამული უზრუნველყოფა არის პოტენციური გადაწყვეტა მარტოობასთან გასამკლავებლად, რომელიც ნაწილობრივ გამოწვეულია. ციფრული ტექნოლოგიებით და სავარაუდოდ მოსახლეობის დაბარების ფონზე გაუარესდება. პოტენციურ მომხმარებლებს შორის არიან ქვრივები, რომლებიც ეძებენ მეგობარს.