SAP Concur-ის ექსპერტებმა 2025 წლის საქმიანი მოგზაურობის ხარჯების მართვის შესახებ თავიანთი პროგნოზი გააკეთეს, სადაც ხაზგასმულია კომპანიების წინაშე არსებული ძირითადი ტენდენციები და გამოწვევები.

კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის ხელმძღვანელის, კრის ჯუნოს თქმით, მომდევნო წლებში კომპანიები მნიშვნელოვან ინვესტიციებს განახორციელებენ ციფრულ სისტემებსა და უსაფრთხოების ინფრასტრუქტურაში.

„კორპორატიული კლიენტები 2025 წელს შეიმუშავებენ ინოვაციურ გადაწყვეტილებებს, როგორიცაა პროცესების ავტომატიზაცია და გენერაციული AI“, – თქვა მან.

თუმცა, AI ტექნოლოგიის სწრაფი განვითარებისა და მიღების მიუხედავად, თანამშრომლები შეინარჩუნებენ სკეპტიციზმის ჯანსაღ ხარისხს ამ ტექნოლოგიის ბიზნეს პროცესებში გამოყენებასთან დაკავშირებით.

„2024 წლის SAP Concur Global Business Travel Survey-ის მიხედვით, საქმიანი მოგზაურების 95% განიხილავს AI-ზე დაფუძნებული ავტომატიზაციის გამოყენებას მათი ამოცანების მხარდასაჭერად, როგორიცაა მოგზაურობის დაჯავშნა ან ხარჯების ანგარიშის შექმნა.

მაგრამ თავდაპირველად, ხელოვნური ინტელექტი იმუშავებს როგორც ასისტენტი და არა როგორც ყოვლისმომცველი გადაწყვეტა“, – დარწმუნებულები არიან კომპანიაში.

ანალიტიკოსები ასევე ელიან “მზარდ ზეწოლას” მოგზაურობის ბიუჯეტზე, რადგან თანამშრომლები ოფისებში ბრუნდებიან, რაც გამოიწვევს საქმიანი მოგზაურობის ზრდას.

გარდა ამისა, 2025 წლისთვის ტრადიციული ხარჯების ანგარიშები გადაიქცევა „გამონაკლის“ ანგარიშებად. რამდენადაც კომპანიები სულ უფრო მეტად ახდენენ ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებას თავიანთ ოპერაციებში.

ავიანიუსი