Mercedes-Benz Group-ის გაყიდვები მეორე კვარტალში წინა წელთან შედარებით 6%-ით გაიზარდა და სულ 515,700 ავტომობილი შეადგინა, რაც ელექტრო და ძვირადღირებულ მანქანებზე მოთხოვნის ზრდითაა გამოწვეული. ამის შესახებ Reuters-ი გერმანული ავტომწარმოებლის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

გაყიდვები გაიზარდა ყველა ძირითად რეგიონში - ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში - გერმანიაში 23%-ით, ჩინეთში - 12%-ით და აშშ-ში - 6%-ით.

დანარჩენ მსოფლიოში, მეორე კვარტალში გაყიდვები 12%-ით დაეცა და 20,700 ავტომობილს მიაღწია.

ელექტრო მანქანებზე მოთხოვნის ზრდა ბრენდის გაყიდვების ზრდის მთავარ მამოძრავებელ ფაქტორს წარმოადგენდა. სამგზავრო მანქანების გაყიდვები 123%-ით გაიზარდა და 56 300 ერთეული შეადგინა.

ძვირადღირებული მანქანების სეგმენტმა, რომელიც მოიცავს ისეთ მოდელებს, როგორიცაა AMG, Maybach და G-Class, სოლიდური ზრდა დაფიქსირდა - 12%-ით.