მექსიკაში რეკორდული სიცხის გამო 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
მექსიკის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით გამოცემა წერს, რომ ბოლო ორ კვირაში უკიდურესად მაღალი ტემპერატურის გამო 104 ადამიანი გარდაიცვალა.
მოქალაქეების გარდაცვალების ყველაზე გავრცელებული მიზეზი სითბური ინსულტი და დეჰიდრატაცია იყო.
მაღალმა ტემპერატურამ ძირითადად ქვეყნის ჩრდილოეთი და დედაქალაქი მეხიკო დააზარალა. დაღუპულთა ყველაზე დიდი რაოდენობა (64 ადამიანი) არის ჩრდილო-აღმოსავლეთის შტატ ნუევო ლეონში, რასაც მოჰყვება მეზობელი შტატი ტამაულიპასი.
ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე სონორას შტატში ივნისის ბოლო კვირაში რეკორდული ტემპერატურა - 49 გრადუსი ცელსიუსით დაფიქსირდა, სადაც ჩვეულებრივ ზაფხულში ტემპერატურა 30-დან 45 გრადუსამდე მერყეობს.
ბოლო დღეებში ქვეყანაში ტემპერატურამ ოდნავ დაიკლო, თუმცა 1 ივლისიდან შესაძლოა ქვეყანას სიცხის ახალი ტალღა დაიწყოს, რაც გვალვის საფრთხეს აჩენს.