სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა ადგილობრივი ტელევიზიის ეთერში განაცხადა, რომ ის უახლოეს მომავალში თანამდებობის დატოვებას აპირებს.

ვუჩიჩს ჰკითხეს, გეგმავს თუ არა შემდეგ სამ ან ოთხ თვეში გადადგომას, რაზეც მან უპასუხა, რომ „შესაძლოა, ეს უფრო მალეც მოხდეს“.

„საპრეზიდენტო რეზიდენციაში წიგნების ჩალაგება უკვე დავიწყე. ბევრი წიგნი მაქვს და ვცდილობ მოვიფიქრო, სად წავიღო“, - თქვა ვუჩიჩმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ განიხილავს პრემიერმინისტრობის კანდიდატად კენჭის ყრას.

ვუჩიჩმა ასევე განაცხადა, რომ არჩევნები უახლოეს რამდენიმე თვეში ჩატარდება.