12 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6586 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.07 თეთრით გამყარდა.

ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.77თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0646 ლარი გახდა.