MasterCard-ი საკრედიტო და სადებეტო პლასტიკური ბარათების გადამუშავების კამპანიას იწყებს - ამის შესახებ ინფორმაციას reuters ავრცელებს, გამოცემის ცნობით კომპანიის ძირითადი მიზანია, რომ მილიარდობით ბარათი, რომელსაც მომხმარებელი მოიხმარს ნაგავსაყრელის ნაცვლად გადასამუშავებელ ადგილებზე მოხვდეს.

პირველი პარტნიორი კომპანია, რომელიც მის  რვა  ფილიალში გადამამუშავებელ აპარატს განათავსებს  HSBC Holdings იქნება და ის მსოფლიოს სხვა  ბანკებისგან მხარდაჭერას ელის. 

გეგმის მიხედვით MasterCard-ს სპეციალურ დანადგარებს HSBC-ის გადასცემს. თითოეული ასეთი აპარატი 10, 000-მდე ანუ 50 კგ პლასტიკურ ბარათს დაიტევს. შევსების შემდგომ კი  ნარჩენებს პლასტმასის გადამამუშავებელ ობიექტში გადაიტანენ.

საპილოტე პროექტი 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება და მომხმარებელი კონკურენტი კომპანიების ბარათების გადამუშავებასაც შეძლებენ.