UFC-ის ქვესაშუალო დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი კამარუ უსმანი მსუბუქ წონაში ისლამ მახაჩევისა და ილია თოფურიას პოტენციურ ბრძოლას გამოეხმაურა.
როგორც უსმანი ამბობს, რუსეთის სახელით გამომსვლელი მახაჩევისთვის ქართველთან დაპირისპირება კარიერაში უდიდესი ბრძოლა იქნება.
„ისლამ მახაჩევს ახალი სახე სჭირდება და ვფიქრობ, თოფურიასთან მის კარიერაში უდიდესი ბრძოლა შედგება. მას სჭირდება მნიშვნელოვანი, დიდი შეხვედრა, რათა კარიერულად კიდევ უფრო ზევით ავიდეს. მჯერა, ეს სწორედ ის ბრძოლაა, რომელიც მას აქამდე მიიყვანს“, – განაცხადა უსმანმა pound4pound-ის გადაცემაში.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ოფიციალურად დათმო ქვემსუბუქი წონის (65 კგ) საჩემპიონო ქამარი და ზედა დივიზიონში (70 კგ) ასვლის გადაწყვეტილება მიიღო, რომლის ჩემპიონიც ისლამ მახაჩევია.
28 წლის ქართველი აქტიურად საუბრობს, რომ მას რუსეთის სახელით გამომსვლელ მებრძოლთან შეხვედრა სურს, თუმცა ჯერ უცნობია, დათანხმდება თუ არა მახაჩევი აღნიშნული ბრძოლის ჩანიშვნას.