პალესტინის ავტონომიის ლიდერი მაჰმუდ აბასი 5 მარტს თურქეთში, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ეწვევა.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰაკან ფიდანის განცხადებით, აბასი ერდოღანთან ისრაელ-ჰამასის საკითხსა და მოლაპარაკებებზე ისაუბრებს.
ფიდანმა ანტალიაში ყოველწლიური დიპლომატიური ფორუმის დასკვნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, განაცხადა, „არსებობს სერიოზული სურვილი და მცდელობა, რომ ცეცხლის შეწყვეტა რამადანის დაწყებამდე მოხდეს“.
„ლიდერები განიხილავენ პალესტინაში განვითარებულ მოვლენებს, ომის მიმდინარე კურსს, ასევე პალესტინის შიდა საკითხებს“, - აცხადებს ფიდანი.