ამერიკელი და ავსტრალიელი ლითიუმის მწარმოებლები Livent Corp. და Allkem გაერთიანდნენ და გაერთიანებული კომპანიის ღირებულება $10,6 მილიარდი იქნება.
გარიგება, რომელიც ფორმულირებულია, როგორც „თანასწორთა შერწყმა", შექმნის „ლითიუმის ნაერთების წამყვან გლობალურ ინტეგრირებულ მწარმოებელს", - ნათქვამია Livent-ის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
გარიგების შედეგად Allkem-ის აქციონერები მიიღებენ გაერთიანებული კომპანიის 56%-ს, Livent-ის აქციონერებს - 44%.
გაერთიანებულ კომპანია წარმოდგენილი იქნება ყველა გეოგრაფიულ ბაზარზე და ასევე ელის ხარჯების მნიშვნელოვან დაზოგვას. მხარეები შეთანხმებას 2023 წლის ბოლომდე დახურავენ.
ოთხშაბათს ადრეულ ვაჭრობაში Livent-ის აქციები 0.6%-ით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან კი 22%-ით გაიზარდა. Allkem-ის აქციები წელს 15%-ით გაძვირებული.