Oracle-ის დამფუძნებელმა ლარი ელისონმა, ხელოვნური ინტელექტის პოპულარობის წყალობით, სიმდიდრით Microsoft-ის დამფუძნებელს ბილ გეიტსს გაუსწრო.

Bloomberg-ის მონაცემებით, ელისონი 129,8 მილიარდი დოლარით მსოფლიოში მეოთხე უმდიდრესი ადამიანია. ბილ გეიტსის ქონება კი ამჟამად 129,1 მილიარდ დოლარს შეადგენს. 

ელისონმა 2014 წელს განაცხადა, რომ Oracle-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას ტოვებდა, თუმცა ეს არ გაუკეთებია. შემდეგ ის ტექნოლოგიური კომპანიის თავმჯდომარე და მთავარი ტექნოლოგიური ოფიცერი გახდა. ქონების დიდი ნაწილი სწორედ მასში ინვესტირებით დააგროვა.

ელისონი Oracle-ის უმსხვილესი აქციონერია და მისი აქციების დაახლოებით 42.9%-ს ფლობს. მასვე ეკუთვნის Tesla-ს 1,5%-იან წილიც.

78 წლის მილიარდერის საკუთრებაშია ასევე ჰავაის სიდიდით მეექვსე კუნძულ ლანაი, იაპონური და სამურაის ხელოვნების მასიური კოლექცია, ათობით სახლი კალიფორნიაში და რამდენიმე საკმაოდ ძვირად ღირებული იახტა.