Forbes-მა რუსეთის უმდიდრესი მემკვიდრეების რეიტინგი გამოაქვეყნა. ოცეულში მოხვდა „ალფა ბანკის“ და IDS Borjomi International-ის მფლობელის მიხეილ ფრიდმანის 5 შვილი, ВКонтакте-ს და Telegram-ის დამფუძნებლის - პაველ დუროვის შვილები. სიის სათავეში კი LUKOIL-ის მფლობლეის ვაგიტ ალეკპეროვის ვაჟი იუზუფია. ის მემკვიდრეობით მიიღებს მამის მთლიან ქონებას - 20,5 მლრდ დოლარს. მამამისი ყველაზე მდიდარი რუსების რეიტნგში მე-6 ადგილზეა.
მეორე ადგილზე Еврохима-ის დამფუძნებლის, ანდრეი მელნიჩენკოს შვილები - ტარა და ადრიანი არიან. თითოეულ მათგანის წილი მამის ქონებიდან, რომელიც წელს Forbes-ის რუსი მილიარდერების რეიტინგში პირველ ადგილზეა, 12,6 მლრდ დოლარია.
მესამე ადგილზეა НОВАТЭК დაСибур-ის მფლობელის ლეონიდ მიხელსონის ქალიშვილი და ვაჟი არიან. თითოეულის წილი 10,8 მლრდ დოლარია.
Alfa Group-ის დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ასევე ლუქსემბურგში რეგისტრირებული საინვესტიციო ჰოლდინგის LetterOne-ის დამფუძნებელი და თავმჯდომარე მიხეილ ფრიდმანის შვილებიც უმდიდრესი რუსი მემკვიდრეების რეიტინგის ოცეულში არიან. შეგახსენებთ, რომ Alfa Group-ის ჰოლდინგში 8 კომპანია შედის, მათ შორის - „ალფა ბანკი" და IDS Borjomi International-ი, რომლის შემადგენლობაშიცაა „აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანიის საქართველოს ფილიალი.“
Forbes-ის თანახმად, ფრიდმანის 12.6 მლრდ დოლარიან ქონებას თანაბრად ინაწილებს 5 შვილი - ლორა, კატია, ალექსანდრი, ნიკა და მალკა. თითოეულის წილი 2.5 მლრდ დოლარია. ფრიდმანი Forbes-ის მილიარდერების რეიტინგში მე-9 ადგილზეა
ათულში მოხვდნენ:
ნოვოლიპეცკის ფოლადის კომბინატის (НЛМК) დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის ვლადიმერ ლისინის შვილები - დიმიტრი, იური და ანასტასია ლისინები. თითოეული მათგანი მამის ქონებიდან 7,35 მლრდ დოლარს მიიღებს;
ჯაჰანგირ მახმუდოვი - ურალის სამთო და მეტალურგიული კომპანიის (УГМК) დამფუძნებლის ისკანდერ მახმუდოვის ვაჟი, რომელიც მამისგან მემკვიდრეობით 7,3 მლრდ დოლარს იღებს;
კონტინენტური ჰოკეის ლიგის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე გენადი ტიმჩენკოს შვილები - ნატალია ბრაუნინგი, ქსენია ფრანკი და ივან ტიმჩენკო. თითოეული მემკვიდრეობით 6,2 მლრდ დოლარს მიიღებს;
ВКонтакте-ს და Telegram-ის დამფუძნებლის პაველ დუროვის შვილები - ალინა და მიხაილ დუროვები რეიტინგში მე-7 ადგილზე არიან და თითოეულის წილი 5,75 მლრდ დოლარია;
ტატიანა რახნო და ოლგა რაშნიკოვა, მაგნიტოგორსკის მეტალურგიული კომბინატის (ММК) მფლობელის - ვიქტორ რაშნიკოვის ქალიშვილები, მამის ქონებიდან, თითოეული 5,1 მლრდ დოლარს მიიღებენ;
მე-9 ადგილზე ანდრეი გურიევი და იულია გურიევა-მოთლოხოვი ФосАгро-ს ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის ანდრეი გურიევის შვილები არიან. თითოეულის წილი 4,85 მლრდ დოლარია;
ათეულს ხურავს ურალის სამთო მეტალურგიული კომბინატის УГМК-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის ანდრეი კოზიცინის ქალიშვილი - მარია კოზიცინა. მას მამის ქონებიდან 4,3 მლრდ დოლარი ერგება.