პლანეტის 10 უმდიდრესი ადამიანის ქონება წლის დასაწყისიდან 213 მლრდ დოლარით გაიზარდა, ეს გამოწვეული იყო საფონდო ბირჟის განახლებით და მილიარდერების მფლობელობაში მყოფი კომპანიების აქციების ზრდით, წერს Business Insider-ი.

 


მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ათეული ასე გამოიყურება:

 


1. ბერნარ არნო

წმინდა ქონება: 210 მლრდ დოლარი

2023 წლის ზრდა: 47,8 მლრდ დოლარი

აქტივები: LVMH. 2023 წლის დასაწყისიდან 14 აპრილამდე აქციები Euronext პარიზის ბირჟაზე 31,3%-ით, კაპიტალიზაცია კი თითქმის 106 მლრდ ევროთი გაიზარდა.

 

2. ილონ მასკი

წმინდა ქონება: 180 მლრდ დოლარი

2023 წლის ზრდა: 43.2 მლრდ დოლარი

აქტივები: Tesla, SpaceX, Twitter. წლის დასაწყისიდან Tesla-ს აქციები NASDAQ-ზე 50,2%-ით გაიზარდა, კაპიტალიზაცია - 196 მლრდ დოლარით (მთელი 2022 წლისთვის კომპანიის საბაზრო ღირებულება 672 მლრდ დოლარით შემცირდა). Twitter და SpaceX ახლა არასაჯარო კომპანიები არიან.

 

3. ჯეფ ბეზოსი

წმინდა ქონება: 126 მლრდ დოლარი

2023 წლის ზრდა: 19.2 მლრდ დოლარი

აქტივები: Amazon. წლის დასაწყისიდან NASDAQ-ზე აქციები 22%-ით გაიზარდა, კაპიტალიზაცია - 193 მლრდ დოლარით.