კრიპტოვალუტების ფასები მნიშვნელოვნად დაეცა, ეს მას შემდეგ, რაც აშშ-ს ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელმა კრიპტო ბირჟას Binance-ს უჩივლა, რაც კიდევ ერთი დარტყმაა ინდუსტრიისთვის.
Reuters-ის ინფორმაციით, მარეგულირებელი კრიპტობირჟას რამდენიმე მუხლის დარღვევით ედავება, მათ შორისაა ფულის გათეთრება, არალეგალური ტრანზაქციების განხორციელება და აშშ-ის ფინანსური კანონმდებლობის დარღვევა.
ბოლო მონაცემებით, ბიტკოინის ფასი 25,800 დოლარამდე შემცირდა, რაც 3.8%-იან კლებას ნიშნავს, მისი კაპიტალიზაცია კი ამჟამად 500 მილიარდ დოლარს შეადგენს.
შემცირებულია ეთერიუმის ფასიც, რომელიც ამჟამად 1,800 დოლარს შეადგენს, კაპიტალიზაცია კი $218 მილიარდის ფარგლებშია.
Binance-ის კრიპტოვალუტა კი 9,72%-ით დაეცა.