ფორმულა 1-ის 2026 წლის სეზონის მსოფლიო ჩემპიონი „მერსედესის“ პილოტი კიმი ანტონელი გახდა. 20 წლის იტალიელმა მრბოლელმა მექსიკის გრანპრიზე მესამე ადგილი დაიკავა და სეზონის დასრულებამდე ოთხი ეტაპით ადრე ჩემპიონის ტიტული გაინაღდა.
ანტონელიმ მექსიკაში რბოლა მეოთხე პოზიციიდან დაიწყო და 71-წრიანი დისტანცია მესამე ადგილზე დაასრულა. გრანპრის გამარჯვებული „რედ ბულის“ პილოტი მაქს ფერსტაპენი გახდა, მეორე ადგილი კი „ფერარის“ წარმომადგენელმა, ლუის ჰამილტონმა დაიკავა.
კიმი ანტონელი მსოფლიო ჩემპიონი 20 წლისა და 68 დღის ასაკში გახდა და ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონია. აქამდე ეს მიღწევა სებასტიან ფეტელს ეკუთვნოდა, რომელმაც 2010 წელს პირველი ტიტული 23 წლისა და 134 დღის ასაკში მოიპოვა.
იტალიელმა მრბოლელმა კიდევ ერთი ისტორიული შედეგი დააფიქსირა — ის 1953 წლის შემდეგ პირველი იტალიელია, რომელმაც ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. ბოლოს ეს ალბერტო ასკარიმ შეძლო.
ანტონელიმ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ფორმულა 1-ში გამოსვლის მეორე სეზონში მოიპოვა. 2026 წელს მან ცხრა გრანპრი მოიგო და ჩემპიონატში დამაჯერებელი უპირატესობა მოიპოვა.
ფორმულა 1-ის მომდევნო ეტაპი 6-8 ნოემბერს ბრაზილიაში, სან პაულუს ტრასაზე გაიმართება.
მექსიკის გრანპრიზე ქულები ასე განაწილდა:
მაქს ფერსტაპენი („რედ ბული“) — 25 ქულა
ლუის ჰამილტონი („ფერარი“) — 18 ქულა
კიმი ანტონელი („მერსედესი“) — 15 ქულა
შარლ ლეკლერი („ფერარი“) –—12 ქულა
ლანდო ნორისი („მაკლარენი“) — 10 ქულა
ჯორჯ რასელი („მერსედესი“) — 8 ქულა
ლიამ ლოუსონი („რეისინგ ბულსი“) — 6 ქულა
გაბრიელ ბორტოლეტო („აუდი“) — 4 ქულა
ისაკ ჰაჯარი („რედ ბული“) — 2 ქულა
რიო ჰირაკავა („ჰაასი“) — 1 ქულა
2026 წლის სეზონის ლიდერთა სამეული | პილოტები:
კიმი ანტონელი („მერსედესი“) — 380 ქულა
მაქს ფერსტაპენი („რედ ბული“) — 261 ქულა
ლუის ჰამილტონი („ფერარი“) — 259 ქულა
2026 წლის სეზონის ლიდერთა სამეული | კონსტრუქტორები:
„მერსედესი“ — 630 ქულა
„ფერარი“ — 504 ქულა
„რედ ბული“ — 382 ქულა