კანადის ცენტრალურ ნაწილში სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლიან. დამანგრეველმა ტორნადომ ქალაქ დიდბერის გადაუარა. დანგრეულია შენობები, დაიხოცა შინაური პირუტყვი.
სინოპტიკოსების ცნობით, ქარიშხალი თითქმის 1,6 კილომეტრის რადიუსის იყო, ხოლო სიჩქარე საათში 40 კილომეტრს აღემატებოდა.
სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია, ამ დროისათვის ცნობილია სულ მცირე 14 სახლის დანგრევის შესახებ. ასევე მნიშვნელოვანი ზარალი მიადგათ ფერმებს.
ტორნადოს თან ახლდა სეტყვა, რომელიც მუშტზე დიდი ზომის იყო, სეტყვამ დააზიანა შენობები და მანქანები. ადგილობრივი მედიის ცნობით, ასეთი სტიქია ქალაქს არ ახსოვს