კანადა უკრაინას 52.4 მლნ კანადური დოლარის (38 მლნ აშშ დოლარი) დახმარების პაკეტს გადასცემს, - ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა.

პაკეტის უდიდესი ნაწილი - 20 მლნ კანადური დოლარი (დაახლოებით 14.5 მლნ აშშ დოლარი) მოხმარდება უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენას, რომელიც ბოლო თვეებში, რუსეთის თავდასხმების შედეგად, მნიშვნელოვნად დაზიანდა, 15.4 მლნ კანადური დოლარი (დაახლოებით 11.2 მლნ აშშ დოლარი) - უკრაინაში რეფორმების მხარდაჭერას, 15.4 მლნ კანადური დოლარი (დაახლოებით 10.8 მლნ აშშ დოლარი) - ჰუმანიტარულ მიზნებს.

გარდა ამისა, 2 მლნ კანადური დოლარი (1.45 მლნ აშშ დოლარი), ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) დახმარებით, უკრაინაში ატომური ელექტროსადგურების უსაფრთხო მუშაობის მხარდაჭერისთვის დაიხარჯება.