ლოს-ანჯელესის ოლქში მძვინვარე ტყის ხანძრები შეიძლება იყოს ყველაზე დიდი და ძვირად ღირებული ბუნებრივი კატასტროფა აშშ-ის ისტორიაში, განაცხადა კალიფორნიის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა. ამის შესახებ Financial Times წერს.
„ისინი შეიძლება იყოს ყველაზე უარესი, რაც კი ოდესმე უნახავს ქვეყანას, როგორც ზიანის მიყენებით, ასევე მათი გავრცელების მასშტაბითა და ტერიტორიით,” - თქვა ნიუსომმა.
მან აღნიშნა, რომ მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა მნიშვნელოვნად გაიზარდოს. ლოს-ანჯელესის ოლქის სამედიცინო ექსპერტიზის ოფისმა ადრე განაცხადა, რომ დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა.