ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელის განცხადებით, „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ რუსეთის ფედერაციის გასვლის შემდეგ, ევროკავშირმა სახმელეთო გზით უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი უნდა გაზარდოს.

ბორელმა ევროკავშირს მოუწოდა, მხარი დაუჭიროს უკრაინას.

„ზღვის გარდა, ჩვენ გვაქვს სხვა გზებიც, რომლებიც საშუალებას გვაძლევს გავიტანოთ მარცვლეული შავი ზღვის პორტებიდან სახმელეთო საზღვრებით“, - აღნიშნა ბორელმა.

ცნობისთვის, 17 ივლისს რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გადის, რადგან მათივე თქმით, რუსეთის მოთხოვნები არ სრულდება.

კრემლში აცხადებენ, რომ როგორც კი შესრულდება მათი მოთხოვნები, რუსეთის ფედერაცია შეთანხმებას დაუბრუნდება.