იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულმა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 2026-2028 წლებში პატიმრების კვებისთვის ორი, ჯამში 192 მილიონი ლარის ტენდერი გამოაცხადა.

პირველი ტენდერი აღმოსავლეთ საქართველოში განთავსებულ საპატიმრო დაწესებულებებში - N5, N6, N8, N10, N11, N12, N15, N16, N17 და N18 კვების სერვისის მიწოდებას ეხება, რომლის სავარაუდო ღირებულებაც 145.7 მილიონი ლარია, ხოლო მეორეა ტენდერი დასავლეთ საქართველოში განთავსებულ N1, N2, N3 და N14 პენიტენციურ დაწესებულებებში კვების სერვისის მიწოდებას ეხება, რომლის სავარაუდო ღირებულებაც 46.6 მილიონი ლარია.

სატენდერო მოთხოვნების თანახმად, პრეტენდენტს ბოლო 3 წლის განმავლობაში უნდა გააჩნდეს მრავალფეროვანი კერძებით უზრუნველყოფილი კვების მომსახურების გაწევის გამოცდილება, მინიმუმ 5,000,000.00 (ხუთი მილიონი) ლარის ოდენობით.

კომპანიებს ტენდერში საკუთარი წინადადების წარდგენა 22 დეკემბრამდე შეეძლებათ.