იტალიურმა საბანკო ჯგუფმა Intesa Sanpaolo-მ გასულ წელს რუსეთში მთლიანი სესხები 2,5 მილიარდ ევრომდე გაანახევრა. კომპანია რუსეთის ბაზრიდან გასვლას გეგმავს, თუმცა ეს საკითხი განიხილება. ამის შესახებ ნათქვამია ბანკის წარმომადგენლების განცხადებაში. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
კომპანია აცხადებს, რომ მის ადგილობრივ შვილობილ კომპანიას რუსეთში, 31 დეკემბრის მდგომარეობით, 372 მილიონი ევროს სესხი ჰქონდა, საექსპორტო საკრედიტო სააგენტოების გარანტიების გამოკლებით.
მთლიანი საზღვრისპირა სესხები რუსი კონტრაგენტებისთვის 1,26 მილიარდი ევრო იყო. კიდევ 797 მილიონი ევრო დაკავშირებული იყო რუსულ ბანკებთან და კიდევ 73 მილიონი ევრო ფასიან ქაღალდებთან.
მთელი წლის შედეგების წარდგენისას, Intesa-მ განაცხადა, რომ მან უკვე შეამცირა თავისი წილი რუსეთში, სადაც ის მხოლოდ კორპორაციული განყოფილების მეშვეობით მუშაობს.
Reuters-ი წერს, რომ Intesa მუშაობს რუსეთიდან გასვლაზე, მაგრამ ამისთვის მას ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლების ნებართვა სჭირდება.
Intesa Sanpaolo იტალიური საბანკო ჯგუფია, რომელიც იტალიაში საბანკო სერვისების ბაზრის ლიდერი და ერთ-ერთი უმსხვილესი საბანკო ჯგუფია ევროზონაში. Intesa Sanpaolo ფინანსური კონგლომერატია. გარდა საბანკო საქმიანობისა, დაკავებულია დაზღვევით და აქტივების მენეჯმენტით. რუსეთსა და იტალიაში ცნობილია, როგორც ხელოვნების ნიმუშების აღდგენისა და გამოფენების დაფინანსებით. Intesa Sanpaolo ჩამოყალიბდა 2007 წლის 1 იანვარს ორი წამყვანი იტალიური ბანკის - Banca Intesa-სა და Sanpaolo IMI-ის გაერთიანების შედეგად.