იტალიის ჯანდაცვის სამინისტრომ 15-ზე მეტ ქალაქში, შაბათ-კვირას მოსალოდნელი ძლიერი სიცხის გამო წითელი განგაში გამოაცხადა.
მაღალი ტემპერატურა მოსალოდნელია შემდეგ ქალაქებში: რომი, ბოლონია, ფლორენცია, კატანია, კამპობასო, ბარი, ფროსინონე, ლატინა, პერუჯა, პესკარა, რიეტი, ვიტერბო, კალიარი, ჩივიტავეკია, მესინა და პალერმო.
„სიცხის ტალღები საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ მოხუცებსა და ბავშვებს, არამედ მთელ მოსახლეობას“, - ნათქვამია სამინისტროს გაფრთხილებაში.
მოსალოდნელია, რომ იტალიაში კვირის ბოლოს ტემპერატურა საშუალოზე 12C-ით (53.6F) მოიმატებს.
შაბათის პროგნოზი რომში არის 37C (98.6F), ხოლო კვირას 43C (109.4F).
„ევროპის მასშტაბით ყველაზე მაღალი ტემპერატურა იქნება შემდეგ ქვეყნებში: იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია და პოლონეთი. ჰაერის ტემპერატურა 48 გრადუსამდე მოიმატებს სიცილიასა და სარდინიაზე - ეს არის პოტენციურად ყველაზე ცხელი ტემპერატურა, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა ევროპაში“, - ნათქვამია ევროპის კოსმოსური სააგენტოს განცხადებაში.