იტალიის მთავრობამ ოთხშაბათს, 6 აგვისტოს, დაამტკიცა 13,5 მილიარდი ევროს ღირებულების პროექტი მსოფლიოში ყველაზე გრძელი დაკიდებული ხიდის მშენებლობისთვის, რომელიც კუნძულ სიცილიას მატერიკთან დააკავშირებს.

სიცილიასა და კალაბრიას შორის (მესინას სრუტეზე) ხიდის პროექტი 1971 წლით დათარიღებული კანონით იყო გათვალისწინებული. იტალიის მთავრობა მის განხორციელებას 2022 წელს დაუბრუნდა.

მთავრობის თქმით, ხიდი, რომლის დასრულებაც 2032 წლისთვისაა დაგეგმილი, ინჟინერიის უახლესი მიღწევაა და შეუძლია გაუძლოს ძლიერ ქარებსა და მიწისძვრებს ორ ტექტონიკურ ფილაზე განლაგებულ რეგიონში.

ვრცლად liga.net – ზე