იტალიის ანტიმონოპოლიურმა მარეგულირებელმა (Autorita Garante della Concorrenza e del Mercato, AGCM) მოახდინა სიღრმისეული განხილვის ინიციირება შვეიცარიული სატელეკომუნიკაციო კომპანია Swisscom-ის მიერ Vodafone-ის იტალიური განყოფილების 8 მილიარდ ევროდ შეძენასთან დაკავშირებით. 

განხილვის მეორე ეტაპის დრო დაზუსტებული არ არის. Swisscom-მა განაცხადა, რომ იმუშავებს მარეგულირებელებთან, რათა უზრუნველყოს გარიგების დროული დამტკიცება. სატელეკომუნიკაციო სექტორში სიღრმისეული ინსპექტირება იშვიათი არაა, აღნიშნეს კომპანიის პრესსამსახურში. Swisscom დარწმუნებულია, რომ Vodafone Italia-ს შეძენა ხელს შეუწყობს კონკურენციას.

შვეიცარიულმა კომპანიამ Vodafone Italia-ს შეძენის შესახებ მარტში გამოაცხადა. გარიგებამ მიიღო მხარდაჭერა იტალიელი კანონმდებლებისა და შვეიცარიის ანტიმონოპოლიური მარეგულირებლისგან. Swisscom კვლავ ელოდება გარიგების დახურვას 2025 წლის პირველ კვარტალში.

interfax