ამერიკელი ბიზნესმენი ილონ მასკი მსოფლიოს Bloomberg-ის 500 უმდიდრესი ადამიანის რეიტინგის სათავეში კიდევ ერთხელ მოექცა.
გამოცემის ცნობით, მილიარდერის ქონება 234 მილიარდ დოლარს შეადგენს.
მიმდინარე წლის პირველ ნახევარში მასკის ქონება 96,6 მილიარდი დოლარით გაიზარდა.
რეიტინგში მეორე ადგილი 200 მილიარდი დოლარის ქონებით ფრანგმა ბიზნესმენმა, LVMH-ის მფლობელმა, ბერნარ არნომ დაიკავა. მესამე ადგილზე, 154 მილიარდი დოლარით, Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსია.
მსოფლიოს 500 უმდიდრესი ადამიანის ქონება 6 თვეში ჯამში 852 მილიარდი დოლარით არის გაზრდილი.