ამერიკელი ბიზნესმენ ილონ მასკის ნეიროტექნიკური კომპანია Neuralink-ის ფასმა 5 მლრდ დოლარს მიაღწია მას შემდეგ, რაც ადამიანის ტვინში ჩიპის გადანერგვის შესახებ კლინიკური კვლევების ჩატარების ნებართვა მიიღო. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

Neuralink-ის ღირებულება 2021 წლის მაჩვენებელთან შედარებით $3 მილიარდით გაიზარდა და კომპანიის აქციებზე მოთხოვნა დიდია.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ Neuralink-ს შეიძლება კიდევ რამდენიმე წელი დასჭირდეს მექანიზმის კომერციულ გამოყენებას. აშშ-ს ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ნეიროინჟინერიის ყოფილი დირექტორი კიპ ლუდვიგი თვლის, რომ ტვინის იმპლანტატის კომერციული გამოყენების ნებართვის მოპოვებას მინიმუმ 10 წელი დასჭირდება.

ზოგიერთი მკვლევარი სკეპტიკურად უყურებს კომპანიის ღირებულების ასეთ შეფასებას.

„უსაფრთხოების და ტოლერანტობის კვლევა ვერანაირად ვერ გაამართლებს 5 მილიარდი დოლარის ხარჯს,” - თქვა მან.

Neuralink-ის სტარტაპი მასკმა 2016 წლის ივლისში შექმნა, რათა გაერთიანებულიყო წამყვანი ექსპერტების ძალისხმევა ნერვული ინტერფეისების განვითარებასა და რობოტების შესაქმნელად, რომლებიც ტვინში, ავტომატურ რეჟიმში, ელექტროდების ჩანერგვას შესაძლებლობას იძლევა.

გრძელვადიან პერსპექტივაში, მეწარმის თქმით, ასეთი ნერვული ინტერფეისები საშუალებას მისცემს ადამიანს გახდეს კიბორგი, რომელსაც შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს ხელოვნურ ინტელექტს და ასევე დაეხმარება ადამიანებს ისწავლონ კომპიუტერის მართვა აზროვნების ძალის გამოყენებით.