„არ შეიძინოთ კრიპტოვალუტები და მთელი დანაზოგის ინვესტირება არ გააკეთოთ Dogecoin-ში“, - ამის შესახებ განცხადება ცნობილმა მეწარმემ და Tesla-სა და Twitter-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა The Wall Street Journal Summit-ზე განაცხადა.

თუმცა, ბიზნესმენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ DOGE-ს კვლავ განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მის გულში იუმორისა და ძაღლებთან ასოციაციის გამო.

Coinmarketcap-ის მონაცემებით, წერის მომენტში DOGE 0,07105 დოლარი ღირდა, რაც 2,88%-ით გაზრდილი ფასია ბოლო 24 საათის განმავლობაში.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მილიარდერი ასეთ განცხადებებს აკეთებს. 2022 წლის ივნისში მან თქვა, რომ „არასდროს მოუწოდებდა ვინმეს კრიპტოვალუტაში ინვესტირებას“. მასკმა განმარტა, რომ Tesla-ს ბიტკოინი მთლიან ფინანსურ აქტივებში მხოლოდ მცირე პროცენტს შეადგენს.

მან ისიც განაცხადა, რომ Happy Meal-ს შეჭამდა პირდაპირ ეთერში, თუ McDonald's-ი DOGE-ის მიღებას დაიწყებდა.