მასკისა და ცუკერბერგის ორთაბრძოლიდან მიღებული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება - ამის შესახებ UFC-ის პრეზიდენტმა დეინა უაითმა განაცხადა. ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს

გამოცემის ინფორმაციით, უაითი თითქმის ყოველდღიურად ეხმიანება მსოფლიოს უმდიდრეს ბიზნესმენებს, მაგრამ მოსალოდნელი ბრძოლა, რომელმაც კოლოსალური ინტერესი გამოიწვია, UFC-ის ეგიდით არ გაიმართება. აღნიშნავენ, რომ მხარეებმა მოილაპარაკეს, ღონისძიებიდან მიღებული თანხა მთლიანად ქველმოქმედებას მოხმარდეს.

UFC-ის არაერთმა სპორტსმენმა გამოთქვა სურვილი, რომ ცუკერბერგსა და მასკს ორთაბრძოლისთვის მომზადებაში დაეხმაროს.