სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ევროპარლამენტი ქრთამის ამღებთა ბუდეა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.
ალიევის თქმით, ვიცე-პრეზიდენტის სახლიდან ჩემოდნებით მილიონობით დოლარი გაიტანეს და ეს ყველაფერი მიჩქმალეს, თითქოს არ მომხდარა.
„მისი ვინაობა ცნობილია - ის საბერძნეთიდან არჩეული ქალი დეპუტატია. რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ის დააკავეს? განხორციელდა თუ არა რაიმე ქმედება მის წინააღმდეგ? - არა. მოეთხოვა თუ არა მას პასუხი? - არა. ის გაათავისუფლეს. შეხედეთ ევროპარლამენტს: ის ისლამოფობებისგან შედგება და ეს საკითხი მუდმივად ყურადღების ცენტრში უნდა იყოს“, – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, „ევროპარლამენტი ყოველთვის მხარს უჭერდა სომხეთის მიერ განხორციელებულ ოკუპაციას და ეს დღესაც ასეა“.